ზაალ უდუმაშვილი - ელენე ხოშტარია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბრძოლის ხაზზე იყო, ეს ახლაც დაამტკიცა
ზაალ უდუმაშვილი - ელენე ხოშტარია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბრძოლის ხაზზე იყო, ეს ახლაც დაამტკიცა

ელენე ხოშტარია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბრძოლის ხაზზე იყო, ეს თავისი ნაბიჯი ახლაც დაამტკიცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არა მხოლოდ უნდა გათავისუფლდეს, არამედ მანამდე მას სრული სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს.

„არ შეიძლება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთი რეანომობილის იმედზე იყოს მაშინ, როცა 35-ე დღეა სააკაშვილი შიმშილობს. ელენე ხოშტარია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბრძოლის ხაზზე იყო, ეს თავისი ნაბიჯი ახლაც დაამტკიცა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, რათა სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.