ზაალ უდუმაშვილი - ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ან ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი
ზაალ უდუმაშვილი - ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ან ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი

ძალიან ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს იმას, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ან ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუკი „რუსთავი 2“ განაგრძობს იმ რეჟიმში მუშაობას, რა რეჟიმშიც მუშაობდა.

„ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან ღირსეულად დახვდა „რუსთავი 2“-ის კოლექტივი პაატა სალიას და ერთადერთი პირობა წაუყენა, „რუსთავი2“-ის კოლექტივი ითხოვს გარანტიებს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის. ვნახოთ, რა გარანტიების წარმოდგენა შეუძლია ქიბარ ხალვაშს ამ კოლექტივისთვის, რომელსაც ამდენი წელია ებრძვის, ებრძვის ყველა მეთოდით.

აბსოლუტურად კარგი იქნება, თუკი „რუსთავი 2“ განაგრძობს იმ რეჟიმში მუშაობას, რა რეჟიმშიც მუშაობდა. ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან „რუსთავი 2“ არ არის მხოლოდ ტელევიზია, „რუსთავი 2“ გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობისთვის. თუმცა ამავე დროს, ძალიან ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს იმას, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი. არ ვიცი, ამის გარანტიების წარმოდგენაზე ცოტა ეჭვი მეპარება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.