ზაალ უდუმაშვილი - ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დაალაგეს მიკროფონები, კამერები, იძულებული არიან, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური სცენა დაიკავონ, სოლიდარული ვართ, რადგან საერთო მიზანი გვაქვს
ზაალ უდუმაშვილი - ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დაალაგეს მიკროფონები, კამერები, იძულებული არიან, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური სცენა დაიკავონ, სოლიდარული ვართ, რადგან საერთო მიზანი გვაქვს

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დაალაგეს მიკროფონები, კამერები, იძულებული არიან, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური სცენა დაიკავონ, სოლიდარული ვართ, რადგან საერთო მიზანი გვაქვს, – განაცხადა რუსთაველის გამზირზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია, რადგანაც დაგეგმილია მედიის წარმომადგენლების მიერ.

„ამ ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დაალაგეს მიკროფონები და კამერები, იძულებული არიან, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური სცენა დაიკავონ და იქიდან გააკეთონ მოწოდებები. მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში ასეთი ფაქტი არ მომხდარა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ეს, რომ ჟურნალისტებიც კი გამოიყვანა პოლიტიკურ სცენაზე. ეს მათი იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს მათი პროტესტის ნაბიჯი არის და ჩვენ ბუნებრივია, სოლიდარული ვართ. სოლიდარული ვიქნებით ბოლომდე, რადგან საერთო მიზანი გვაქვს. საერთო მიზანი არის ის რომ ყველა დამნაშავე, რომელსაც ბრალი მიუძღვის 5-6 ივლისის მოვლენებში, რომელსაც ბრალი მიუძღვის ლექსოს მკვლელობაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.