პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სიტყვით მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს.

აქციის მონაწილეები თბილისში 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ამასთან, ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.