ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ხალხის პროტესტით
ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ხალხის პროტესტით

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ხალხის პროტესტით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ელოდებიან, როდის შეუწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას და შემდეგ პროცესები პარლამენტს გარეთ გაგრძელდება.

„პროცესი გრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ოპოზიციური პარტიების აბოსლუტური უმრავლესობა უარს ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაზე. ჩვენ ველოდებით, დეპუტატებს როდის შეგვიწყვეტენ უფლებამოსილებას. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება უკვე პარლამენტს გარეთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ხალხის პროტესტით და განწყობით.

გეგმები იქნება გამოცხადებული. ოპოზიცია შეჯერდება ყველა ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას. ორი დამატებითი დეპუტატის შესვლა პარლამენტში ვერაფერით ვერ მიანიჭებს პარლამენტს იმ სტატუსს, რომ ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი. ეს დარჩება ერთპარტიულ პარლამენტად იმიტომ, რომ 50-ზე მეტი დეპუტატი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.