ზაალ უდუმაშვილი - არჩევნების თარიღის გამოცხადების გაჭიანურება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს
ზაალ უდუმაშვილი - არჩევნების თარიღის გამოცხადების გაჭიანურება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს

არჩევნების თარიღის გამოცხადების გაჭიანურება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ვერ მიიღო დღემდე საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ.

„ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ის კანდიდატი, რომელსაც სურს, დაიწყოს სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანია და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ იწყებს, რომ პრეზიდენტს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება და არ გამოუცხადებია არჩევნების თარიღი. ასე რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.