ზაალ უდუმაშვილი - არ მგონია, რომ მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს
ზაალ უდუმაშვილი - არ მგონია, რომ მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს

არ მგონია, რომ მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამართლდამცველებთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამართალდამცველები, რომლებიც ასრულებენ უკანონო ბრძანებას, სამართალდამცველები, რომლებიც 20 ივნისს ახალგაზრდა გოგონებს თვალებში ესროდნენ, არ მგონია, მხოლოდ მათი ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ. ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს, რადგან მისი ფუნქციაა მოსახლეობის დაცვა და არა მოსახლეობის ტერორი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სპეცრაზმელები დღეს საქართველოს განადგურებას ემსახურებიან.

„ერთადერთი გზა ახლა ძალმომრეობის შეკავებაა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან – პოლიციასთან, სპეცრაზმებთან, აპარატის შიგნით, ხალხთან, ყველას დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყური და შინ მიიყვანონ თავისი შვილები“, – განაცხადა სააკაშვილმა.