ზაალ უდუმაშილი - არც ისე შორს არის დღე, როდესაც ბოროტება დამარცხდება და ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი
ზაალ უდუმაშილი - არც ისე შორს არის დღე, როდესაც ბოროტება დამარცხდება და ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი

დარწმუნებული ვარ და ეს დღე არც ისე შორს არის, რომ ბოროტება უცილებლად დამარცხდება და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და ერთიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, პარტიის წარმომადგენლებმა დღეს პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს.

„თითქმის ერთი საუკუნე გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან და 100 წლის შემდეგაც ქვეყნის წინაშე დგას კვლავ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. მე დარწმუნებული ვარ და ეს დღე არც ისე შორს არის, რომ ბოროტება უცილებლად დამარცხდება და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და ერთიანი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.