ზაალ მიქელაძე - ქობულეთის ოთხ სოფელში თერმოსკრინინგის შედეგად 27 საყურადღებო შემთხვევა გამოიკვეთა
ზაალ მიქელაძე - ქობულეთის ოთხ სოფელში თერმოსკრინინგის შედეგად 27 საყურადღებო შემთხვევა გამოიკვეთა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მასობრივი თერმოსკრინინგის შედეგად დღეს 2 300 პირი გამოიკვლიეს.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, სულ გამოკვლეულთა რაოდენობამ 7 800 პირს გადააჭარბა. ოთხივე სოფელში 11 000 მოსახლეზე მეტი ცხოვრობს.

„27 საყურადღებო შემთხვევა გამოიკვეთა გამოკვლევების შედეგად. ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ხვალიდან გამოკვლევები ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა .