ზაალ მიქელაძე - ე.წ. ქობულეთის კლასტერში 465 მოქალაქეა, უმეტეს მათგანს ორ დღეში გასდის ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი
ზაალ მიქელაძე - ე.წ. ქობულეთის კლასტერში 465 მოქალაქეა, უმეტეს მათგანს ორ დღეში გასდის ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი

ჯამში ე.წ. ქობულეთის კლასტერში 465 მოქალაქე გვყავს, რომელთაც პირველი ან მეორე რიგის სავარაუდო კონტაქტები ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის რეგიონში მართვით სუნთქვაზე ერთი პაციენტია, ორი კი არის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 35 პაციენტი გვყავს. ასევე გვყავს ხუთი ახალი გამოჯანმრთელებული. ჯამში 13 გამოჯანმრთელებული მოქალაქე გვყავს. საუბედუროდ, გვყავს ერთი გარდაცვლილიც. კლინიკაში მართვით სუნთქვაზე ამ დროისთვის გვყავს ერთი პაციენტი, ორი არის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, ანუ შედარებით მძიმეა. სხვა დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო ან საშუალოზე ნაკლები სიმძიმის. დღეს დაგვემატა ერთი დადასტურებული შემთხვევა და ეს არის ქობულეთის კლასტერი. ჯამში გვყავს 465 მოქალაქე ე.წ ქობულეთის კლასტერიდან, ვისაც ან პირველი რიგის ან მეორე რიგის სავარაუდო კონტაქტები ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ კლასტერიდან არის მოლოდინი, რომ შეიძლება კიდევ ვინმე იყოს, ვისაც შეიძლება აღმოაჩნდეს ინფექცია“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ

​აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, „ქობულეთის კლასტერის“ წევრები ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

შემოისაზღვრა ეს კონტიგენტი და მათთან, პრაქტიკულად ყველასთან ჩატარდა სწრაფი ტესტები და პისიარ დიაგნოსტიკა. შედეგად, სწორედ ინფიცირებულთა ის რაოდენობა, რაც ქობულეთის კლასტერში გვყავს – 34 შემთხვევა იყო აქედან. კლასტერის წევრები ეპიდემიოლოგებისა და ოჯახის ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან. მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. ნებისმიერი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მათთან დამატებითი ტესტირებები კეთდება. უმეტეს მათგანს ორ დღეში გასდის 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი და ვიდრე ისინი საკარანტინო სივრცეებს დატოვებენ, კიდევ ერთხელ ჩატარდება მათთან ტესტირება“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.