ზაალ მიქელაძე - ბათუმში ბოლო დღე-ღამეში 140 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
ზაალ მიქელაძე - ბათუმში ბოლო დღე-ღამეში 140 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბათუმში საეჭვო სიმპტომების 140 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

გამოკვლეულთა შორის იყვნენ მებაჟეები, ექიმები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, ის საეჭვო კონტაქტები, რომლებიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება და ასევე ცხელების კერებიდან შესული პირები. დღევანდელი დადასტურებული შემთხვევა არ უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, ახალგაზრდა ქალი კარანტინიდან გადაიყვანეს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს.

ამასთან, ხუთი გამოჯანმრთელებულის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, კლინიკაში 34 ინფიცირებული რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. სხვა პაციენტების მდგომარეობა კი არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.