ზაალ ჩაჩავა - ძირითადი ბირთვი გუნდში დარჩება
ზაალ ჩაჩავა - ძირითადი ბირთვი გუნდში დარჩება

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ტორპედიო ქუთაისის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გულშმატკივდებს მიმართავს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ტორპედოს” პრეზიდენტი, ზაალ ჩაჩავა: “პირველ რიგში, ვულოცავ ქუთაისელ ფანებს ამ წარმატებას. ძალიან გვინდოდა, წელსაც ქვეყნის ჩემპიონობა გვეზეიმა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებელი სტარტის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა…

“ტორპედოს” ზრდა აუცილებლად გაგრძელდება. კლუბი სწორ გზაზე დგას, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება და ვპირდები ფანებს, რომ 2019 წელს ჩვენი გუნდი იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა.

იანვარში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, გუნდის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც “ტორპედოს” შემდეგ სეზონებშიც ძალიან დასჭირდება, აუცილებლად დარჩება. ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან ახალ კონტრაქტებზე საუბარიც დავიწყეთ… გარდა ამისა, იქნება რამდენიმე ახალწვეული, რომელიც “ტორპედოს” გააძლიერებს. ჩვენი მიზანი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამისკენ მივიწევთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვგულშემატკივრობს და გვეხმარება მიზნის მიღწევაში!”, – აცხადებს ზაალ ჩაჩავა.

შგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში, ქუთაისელებმა „გაგრა“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და ისტორიაში მეოთხედ დაეუფლნენ პრესტიჟულ ჯილდოს.