ზ.ხ.-ს ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამა შესაძლოა, იმ აქტივობების გამო დააკავეს, რომლებსაც მისი შვილის მიმართ ახორციელებდა
ზ.ხ.-ს ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამა შესაძლოა, იმ აქტივობების გამო დააკავეს, რომლებსაც მისი შვილის მიმართ ახორციელებდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატის, მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით, არასრულწლოვნის მამის, თამაზ ხომასურიძის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.

ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხომასურიძე მის მიერ საჯაროდ გავრცელებული მუქარების გამო დააკავეს.

„ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. რამდენადაც მისი განცხადებები მომისმენია, ის არავის დამუქრებია, არამედ საუბრობდა იმ ინფორმაციებზე, რასაც ფლობდა და არ მგონია, ის ამ საფუძვლით დაეკავებინათ. მისი დაკავება ჩემთვის მოულოდნელი იყო. დაკავება ალბათ, იმ აქტივობებს მოჰყვა, რასაც მისი შვილის მიმართ ახორციელებდა“, – მურმან ნიკოლეიშვილი