„ყვითელჟილეტიანების” პროტესტის შემდეგ პარიზი ზარალს ითვლის - ფოტორეპორტაჟი პარიზიდან
„ყვითელჟილეტიანების” პროტესტის შემდეგ პარიზი ზარალს ითვლის - ფოტორეპორტაჟი პარიზიდან

პროტესტის მონაწილეთა რადიკალურმა ფრთამ დაარბია და გაძარცვა მაღაზიები, ბანკები, კაფე-ბარები და სხვა დაწესებულებები.

განადგურებულია ქუჩის ინფრასტრუქტურა, მომიტინგეებმა დაწვეს საახალწლო ნაძვის ხეები. სავაჭრო დაწესებულებების მფლობელებმა შაბათის აქციისთვის თადარიგი დაიჭირეს და ვიტრინები ხის მასალებით შეფუთეს, თუმცა ვანდალური ფაქტები თავიდან მაინც ვერ აიცილეს.

ყვითელჟილეტიანებმა” დამცავი ბარიერებიც დაანგრიეს, კვების ობიექტებიდან ავეჯი გარეთ გამოიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს. მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა ავტომანქანები.

ამ დროისთვის პარიზის ქუჩების უმეტესობა გაწმენდილია. დასუფთავებისა და სხვა სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებმა მუშაობა გამთენიისას დაიწყეს.

როგორ გამოიყურება პარიზი რადიკალური აქციის შემდეგ, ფოტორეპორტაჟი საფრანგეთის დედაქალაქიდან გურამ როგავამ მოამზადა.

საფრანგეთში არსებულ სიტუაციაზე ბოლო ცნობებს დღეს, 21:00 საათზე “ახალ კვირაში” მოგიყვებით.