ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციამ 70 ადამიანი დააკავა
ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციამ 70 ადამიანი დააკავა

ყვითელჟილეტიანების მორიგი აქცია საფრანგეთში მშვიდობიანად დასრულდა. პარიზსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში აქციის მონაწილეები მეცხრამეტეჯერ გავიდნენ ქუჩებში. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება საფრანგეთის პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ აქციის ელისეის მინდვრებზე გამართვა აკრძალა. ამიტომ ყვითელჟილეტიანები მონმარტზე შეიკრიბნენ.

16 მარტს გამართული აქციისგან განსხვავებით, დემონსტრაციამ და შემდეგ მსვლელობამ მშვიდობიანად ჩაიარა. ამჯერად, ყვითელჟილეტიანებს მაღაზიები არ დაურბევიათ, თუმცა პოლიციას რამდენიმე კანონდამრღვევის დაკავება მაინც მოუწია. მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს. სულ დაკავებულია დაახლოებით 70 ადამიანი. კიდევ 40 მომიტინგე სამართალდამცავებმა დააჯარიმეს, რადგან მათ პოლიციის მიერ განსაზღვრული ზონა დატოვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით აქციებში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, თავად ყვითელჟილეტიანები აცხადებენ, რომ ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ.

აქციის უსაფრთხოებას 6000 პოლიციელი იცავდა. მობილიზებული იყო სპეცტენიკაც.

სოციალუროგიური გამოკითხვების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელჟილეტიანებმა პარიზში 16 მარტს ათობით მაღაზია დაარბიეს და დაწვეს, მოქალაქეების უმეტესობა მათ მხარს უჭერს.