ემანუელ რუსუ - ყველაზე სკანდალური პენალტი რუმინულ ფეხბურთში (ვიდეო)
ემანუელ რუსუ - ყველაზე სკანდალური პენალტი რუმინულ ფეხბურთში (ვიდეო)

რუმინეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში პლოეშტისპეტროლული“ „უნივერსიტატეა კრაიოვას“ (ევროპალიგაზე „ლოკომოტივს” ამავე სახელის მქონე სხვა გუნდი შეხვდა) მასპინძლობდა და ისეთი პენალტი დაინიშნა, რომელიც რუმინეთის ფეხბურთის ისტორიაში დანიშნულ ყველაზე სკანდალურ პენალტად შეაფასეს.

კრაიოველები 82-ე წუთზე 1:0-ს იგებდნენ, როდესაც მათ საჯარიმოში შევარდნილი მასპინძელთა თავდამსხმელი ვალენტინ ბალინტი ისე წაიქცა, თითქოს ტრაქტორი შეეჯახა – მსაჯმა დაუფიქრებლად პენალტი დანიშნა.

თუმცა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ თავდამსხმელი თავად წაიქცა და არავინ არ შეხებია – ეს აშკარა სიმულაცია იყო, მაგრამ ისე გააფორმა, შეხვედრის მთავარ არბიტრს ეჭვი არც გასჩენია და აშკარად მოტყუვდა. თუმცა, ამ ეპიზოდში ყველაზე უცნაური ისაა, რომ კრაიოველი მცველები პენალტს არ აპროტესტებდნენ.

„მოკლედ, არის ფეხბურთი და არის რუმინული ფეხბურთი – ყველაზე სკანდალური პენალტი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. სრულიად შოკისმომგვრელი. საბედნიეროდ, „უოტფორდის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ბელეკმა მისი გამოყენება ვერ მოახერხა“, – წერს ცნობილი რუმინელი ჟურნალისტი ემანუელ რუსუ.