ყველაზე მეტი საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში 2017 წელს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შევიდა
ყველაზე მეტი საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში 2017 წელს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შევიდა

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აბონენტების მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შევიდა.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ საჩივრების 29 პროცენტი სწორედ ამ კომპანიაზე მოდის. საჩივრების სიმრავლით მეორე ადგილს „მაგთიკომი“ იკავებს 17 პროცენტით. მომდევნო არიან: კომპანია „ჯეოსელი“ და „ახალი ქსელები“ – 13-13 პროცენტით, საჩივრების 11 პროცენტი „სტერეო+“-ის წინააღმდეგაა, ხოლო 10 პროცენტი კომპანია „ბილაინის“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2017 წლის განმავლობაში აბონენტების მხრიდან სულ 303 საჩივარი შევიდა, საიდანაც 267 დაკმაყოფილდა.