ყველაზე დიდი მშენებარე სტადიონების სიაში ბათუმის ახალი არენაც მოხვდა
გამოცემა „სპორტსმა“ წერილი იმ სტადიონებზე დაწერა, რომლებიც 2020 წელს იხსნება და მათ შორის, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენაც გამოარჩია.
„ეს სტადიონები 2020 წელს გაიხსნება: რეკორდული ტევადობის არენას აშშ-ში აშენებენ, ხოლო ფასადის რეკორდული განათებით – საქართველოში“, – წერს გამოცემა.
ყველაზე დიდ სტადიონს „სიფი სტედიუმს“ კალიფორნიაში, ინგლვუდში აშენებენ და მის ტევადობა 70 ათასი ადგილი იქნება. ყველაზე ნაკლებად ტევადი არენაც ამერიკაში შენდება – „ინტერ მაიამი სტედიუმ“, ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილშია და 18 ათასს გუშემატკივარს უმასპინძლებს.
ბათუმის ახალი სტადიონი 12 მშენებარე საფეხბურთო არენებს შორის ტევადობით მე-11 ადგილზეა.
„ბათუმის ახალი სტადიონის ტევადობა 20 ათასი ადგილია. არენის კონცეფცია შთაგონებულია ქართული ცეკვისადმი სიყვარულით – გარეკონსტრუქცია დახრილია, დინამიკას ქმნის და კავკასიური ცეკვის ელემენტს წააგავს. 20 ათას ადგილზე გათვლილი სტადიონი შთამბეჭდავად გამოიყურება, ხოლო ღამით ფასადის გარე განათება ირთვება – ორგანიზატორებისგან სტადიონზე ულამაზეს ლაით-შოუს ველოდებით“, – წერს გამოცემა „სპორტს“.