ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

20:01, 01.09.2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძარია.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის სამი კერაა და მთის რთულ რელიეფზეა გავრცელებული.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური უკვე გავიდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი