ყვარლის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარებისა და სატვირთო ავტომანქანების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარებისა და სატვირთო ავტომანქანების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ყვარლის სასწრაფო დახმარების მანქანისა და „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. მათ შორის, სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი.

ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების შეფასებით, დაშავებული ექიმისა და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.