ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

21:05, 29.03.2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძრის შედეგად 80 წლის ქალი დაიღუპა.

საცხოვრებელ სახლში ხანძარი სწრაფად გავრცელდა. მარტოხელა ხანდაზმულმა ქალმა სავარაუდოდ გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა, მეზობლებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი