ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარია. ამ დროისათვის, ადგილზე ხანძრის ორი კერაა.

ცეცხლი რთულ რელიეფზეა მოდებული, იწვის ტყის ქვედა საფარი.

ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეცტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.