ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა „ქართული ფულის დამზადების ისტორია“ გაიხსნა
ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა „ქართული ფულის დამზადების ისტორია“ გაიხსნა

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი დღეიდან ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ.

გამოფენა „ქართული ფულის დამზადების ისტორია | 1919-1921“, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ყვარლის ფულის მუზეუმი (რუსთაველის #10) ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე მასპინძლობს.