ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ყვარლის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ციხე წარმოადგენს მე-17-18 სს​-ისთვის დამახასიათებელ ციხე-გალავანს, რომლის დანიშნულება იყო მტრის შემოსევისას გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობის შეფარება და დაცვა.

ყვარლის ციხე გვიანდელი შუა საუკუნეების კახეთის ციხეებში ერთ-ერთი უდიდესია. მისი მნიშვნელობა თავის დროსვე ხაზგასმული იყო როგორც ქართველთა, ისე მტრის მიერ, როცა ციხის დაცვა და მტრისგან აღება გაიგივებული იყო კახეთის დაცვასა და დაცემასთან.

ციხეს რესტავრაცია 1985-87 წწ. ჩაუტარდა.