ყვარელში, სოფელ გავაზში წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დიატბორა
ყვარელში, სოფელ გავაზში წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დიატბორა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები ეხმარებიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის განცხადებით, მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს დაითვლის.