ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობა საძოვრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს
ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობა საძოვრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობის ნაწილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საძოვრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს.

„ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახები ვართ, მიწა კი სადაც მოსავალი უნდა მოვიყვანოთ, არ არის საკმარისი. ამ ადგილზე მარწყვი დავთესეთ და ახლა უცნობი პირები ჯიპებით მოვიდნენ და ამბობენ, რომ ტერიტორია მათია და ალბათ, ამ მარწყვს გადაგვიხნავენ“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ლეილა მაისურაძე.

ჩანთლისყურელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათი ვარაუდით, მიწა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, გავლენიანმა პირებმა ფარულად გადაიფორმეს, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მიწა სოფელს სჭირდება და უკანონოდ გასხვისებულ მიწას არავის დაუთმობენ. ჩანტლისყურელებმა სადაო ტერიტორიაზე 24-საათიანი მორიგეობა დააწესეს და ღამე მინდორში გაათიეს.