ყვარელში ჩამოშლილი კოშკის რესტავრაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დროში უზრუნველყოფს

11:00, 10.03.2018

ქალაქ ყვარელში ორი დღის წინ ჩამოშლილი კოშკის რესტავრაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დროში უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სახელმწიფო უწყების ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, რომელთაც საფორტიფიკაციო ნაგებობაზე სათანადო ანაზომები უკვე აიღეს, არქიტექტორ-რესტავრატორები უმოკლეს დროში მოამზადებენ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტს.

ფიზიკური სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მომდევნო კვირას დაიწყება და, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეშივე დასრულდება“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი