ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცს, ჯერ დაუდგენელმა პირმა, მიმავალი ავტომანქანიდან იმ დროს ესროლა, როდესაც მამაკაცმა საკუთარი ავტომობილი გააჩერა და გადმოვიდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.