ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარელში. კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი „ურალის“ მარკის მოტოციკლეტს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლეტის მძღოლმა სხეულის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.