ყვარელში ალილოს მსვლელობა გაიმართა
ყვარელში ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ალილოს მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობა ქალაქის სკვერიდან დაიწყო და წმინდა ილია მართლის მემორიალამდე, ყვარლის მთავარი ქუჩა მოიცვა. მოსახლეობა ალილოს მონაწილეებს ტკბილეულით და საჩუქრებით ხვდებოდნენ.

ალილოს მსვლელობაში სასულიერო პირები, მგალობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,ალილოს” მსვლელობა ,,ნეკრესის ახალგაზრდული ცენტრის” ორგანიზებით და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

დღის ბოლოს შეგროვილი შემოწირულობა გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.