ყვარელში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
ყვარელში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეში ახალგაზრდა ქალს ეძებენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, 25 წლის ასიათა საიდოვა სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ბოლოს ერთ-ერთმა ახლობელმა ნახა.

როგორც გაუჩინარებულის ოჯახის წევრები ამბობენ სავარაუდოდ, ახალგაზრდა მეუღლესთან კონფლიქტს გაექცა. მათი ინფორმაციით, ამავე მიზეზით ქალმა მანამდე თვითმკვლელობაც სცადა.

ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, საიდოვას მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთა ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი