ყვარელიდან რამდენიმე კილომეტრში ტყის ქვედა საფარი იწვის
ყვარელიდან რამდენიმე კილომეტრში ტყის ქვედა საფარი იწვის

ყვარელიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, გორაზე ტყის ქვედა საფარი იწვის. კვამლი ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა და სახანძრო სამსახურს შეატყობინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.