ყვარელი-ველისციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

18:16, 11.04.2021

ყვარელი-ველისციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ალაზნის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი