ყვარელი- შილდის საავტომობილო გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

11:55, 25.08.2021

ყვარელი- შილდის საავტომობილო გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

მიღებული ტრავმებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი