ყვარელი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ყვარელი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ყვარელი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

„აუდის“ მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ღობეს დაეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.