„ყუდსის ძალების“ მეთაური ესმაილ ყაანი – ისრაელის ძალები ლიბანიდან ნებაყოფლობით თუ არ გავლენ, იძულებული იქნებიან, გაიქცნენ „დამცირებითა და დამარცხებით“
ისრაელის ძალები ლიბანიდან ნებაყოფლობით თუ არ გავლენ, ისინი იძულებული იქნებიან, გაიქცნენ „დამცირებითა და დამარცხებით“, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ყუდსის ძალების“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ესმაილ ყაანიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ლიბანი წინააღმდეგობისა და სიმტკიცის ველია და არა ოკუპანტების სათამაშო მოედანი.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში და პირობა დადეს, რომ უზრუნველყოფდნენ ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
თეირანის მოთხოვნაა, რომ ისრაელის ჯარებმა უნდა დატოვონ სამხრეთ ლიბანი. ისრაელმა კატეგორიულად წინააღმდეგობა გაუწია იდეას და პირობა დადო, რომ დარჩება ლიბანის უსაფრთხოების ზონაში იქამდე, ვიდრე შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.