ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა [ფოტო]
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა [ფოტო]

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ღამისთევის მსახურება შესრულდა.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია რამდენიმე საათს გაგრძელდა.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ჩაატარა. მსახურების დაწყებისას სამების ტაძარში შეკრებილებს ტრადიციულად პატრიარქის ეპისტოლე გააცნეს.