YouTube-ზე პირველი არხის ყურება 13%-ით გაიზარდა
YouTube-ზე პირველი არხის ყურება 13%-ით გაიზარდა

პირველი არხის YouTube-არხების ნახვის სტატისტიკა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით მზარდი იყო.

ვიდეოების ნახვის საერთო რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 111,5 მლნ-ზე მეტი შეადგინა, ხოლო ვიდეოების ნახვის ხანგრძლივობამ 37%-ით მოიმატა და 12 მილიონ საათზე მეტი გახდა.

საქართველოს პირველი არხისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, საკუთარი პროდუქტი მრავალფეროვანი პლატფორმების საშუალებით მიაწოდოს აუდიტორიას, რისთვისაც ახალი მედიის საშუალებებს აქტიურად იყენებს. კვლევაზე დაყრდნობით, ონლაინმედია გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.

აუდიტორიის 68,4 პროცენტისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ პირველი ან მეორე რიგის საინფორმაციო წყარო ინტერნეტია. აქედან 62.7 პროცენტი ინფორმაციას ძირითადად სოციალური მედიიდან იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ უფრო მეტი რესურსის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმებში, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრიდან სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას ეფუძნება. უფრო მეტად განავითარებს ონლაინპლატფორმებს (Vod, SVOD) და კვლავ იზრუნებს საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე.

დატოვე კომენტარი