ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაკითხვაზე დაიბარეს
ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაკითხვაზე დაიბარეს.

მას მთავარ საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით 13:00 საათზე ელოდებიან.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კითხვები ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, ტელეკომპანია ,,იმედის’’ მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებასა და წილების დაუფლებასთან დაკავშირებით აქვთ.

„იმედის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ორი დღის წინ მისცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა.

2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგი უგულავა.