ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორია 35 მილიონ ლარად იყიდება
ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორია 35 მილიონ ლარად იყიდება

ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორია 35 მილიონ ლარად იყიდება.

აუქციონი ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროექტი “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში გამოაცხადა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში აღმაშენებლის N60-ში არანაკლებ 200 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას, ან მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. ინვესტორმა პროექტში მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ქონების სრული ჩამონათვალი ასეთია:  8350.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N8 შენობა-ნაგებობები; 11701.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები; 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობები.

აუქციონი 2019 წლის 9 იანვარს უნდა დასრულდეს.