ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსის ბრძანების შესრულებას არ აპირებს
ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსის ბრძანების შესრულებას არ აპირებს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის დღევანდელი ბრძანების შესრულებას არ აპირებს ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენი.

მისი თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ მისთვის მღვდელმსახურების უფლების აკრძალვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ასევე ამბობს, რომ არ აპირებს მონასტრის დატოვებას.

„მე არც არქიმანდიტრობისთვის მოვსულვარ ეკლესიაში, არც მღვდლობის პატივისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთპიროვნულად არ უნდა გადაწყვეტილიყო, უნდა დავებარებინე როგორც წესი და კანონია. სტეფანეს არ ვემორჩილები გადაწყვიტოს რამდენიც უნდა“, – განაცხადა ყოფილმა არქიმანდრიტმა.

დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.