ყოფილი აგენტის მოწამვლასთან რუსეთის კავშირის დადასტურების შემთხვევაში, ქსენია სობჩაკი ახალი სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს
ყოფილი აგენტის მოწამვლასთან რუსეთის კავშირის დადასტურების შემთხვევაში, ქსენია სობჩაკი ახალი სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩკი მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უჭერს მხარს იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან რუსეთის კავშირი დადასტურდება. ამის შესახებ ქსენია სობჩაკმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით თავდასხმის უკან მოსკოვი დგას, დასავლეთის ახალი სანქციები გარდაუვალია“, – აღნიშნა სობჩაკმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს პუტინის მეგობრებისა და კორუმპირებული სახელმწიფო ელიტების, ასევე „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ მსგავსი კომპანიების წინააღმდეგ პერსონალური შემზღუდავი ზომების დაწესებას.

„არ უნდა იყოს ისეთი სანქციები, რომელიც ისევ უბრალო რუს ხალხს შეეხება. ისინი უნდა შესუსტდეს და ამავე დროს, გამკაცრდეს ზომები პუტინის ელიტების წინააღმდეგ“, – მიიჩნევს ქსენია სობჩაკი.

66 წლის სერგეი სკრიპალი, 33 წლის ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.