ყოფილ რიტუალების სასახლეში ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი დაიდგმება

19:08, 01.05.2018

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი ყოფილ რიტუალების სასახლეში დაიდგმება. ქანდაკების ავტორი ირაკლი ჟვანიაა. ძეგლი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დღეს მთაწმინდის პარკში წარუდგინეს.

​ღონისძიება ბადრი პატარკაციშვილის დედის ნათელა პატარაკაციშვილის 85 წლის იუბილეს დაამთხვიეს. ნათელა პატარკაციშვილმა დამსწრეებს მოუწოდა, ამ დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის ფონდში თანხა გადარიცხონ.

ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს ლონდონში გარდაიცვალა.

მსგავსი