ყოფილ პოლიციელს 27 წლის რეიშარდ ბრუქსის მკვლელობის საქმეზე 11 მუხლით წაუყენეს ბრალი
ATLANTA, GA - JUNE 15: Protesters take part in the March On Georgia, organized by NAACP, on June 15, 2020 in Downtown Atlanta, Georgia. (Photo by Dustin Chambers/Getty Images)
ყოფილ პოლიციელ გარეტ როლფს 11 მუხლით, მათ შორის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი 27 წლის რეიშარდ ბრუქსისთვის ცეცხლის გახსნის გამო, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
გარეტ როლფი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სამართალდამცველებმა სამხრე კამერის ჩანაწერი შეისწავლეს, სადაც ჩანდა თუ როგორ გაუხსნა გაქცევის მცდელობის დროს ოფიცერმა ცეცხლი მისკენ ზურგით მყოფ რეიშარდ ბრუქსს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში როლფს შეწყალების გარეშე, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება მის მეწყვილეს, მეორე ოფიცერ დევინ ბროსნანს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ის სასამართლოზე პროკურატურის მოწმის სახით წარდგება. ოფიცრები ხუთშაბათს 18:00 საათამდე პოლიციას უნდა ჩაბარდნენ.