ყოფილ მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ყოფილ მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ყოფილ მთავარი პროკურორისა და „ლუკოილის“ დირექტორის მოადგილის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მხარეების შესავალი სიტყვით განახლდა. სხდომის დაწყებამდე ოთარ ფარცხალაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრალდების მხარემ წარადგინა საქმის მასალები და მომხდარის შესახებ გამოძიების ვერსია. საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას.

თუმცა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს არის საქმე, თუ როგორ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე პირს წაუყენო ბრალი და ასევე უდანაშაულო ადამიანს წარუდგინო ბრალდება. მისი შეფასებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატის განცხადებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. მას 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს. ასევე ამ საქმეზე ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.