ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო
ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო

ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო.

როგორც „ბიბისი“ წერს, უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ „წარმატებით“ დაარტყეს სევასტოპოლში არსებულ საზღვაო ბაზას.

თავდასხმის შესახებ დამატებით დეტალებზე უკრაინელ სამხედროებს არ უსაუბრიათ.

დღეს სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები სევასტოპოლის ცენტრში დაეცა.