ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია.

რუსული მედია წერს, რომ ნოვოფედოროვკაში სამხედრო აეროდრომზე საბრძოლო მასალა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მიზეზების გამო აფეთქდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ხანძარი არ ყოფილა.

აეროდრომის მიმდებარე სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც პანსიონატებსა და სასტუმროებში მოათავსეს.