ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის
ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის

ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოსკოვის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით, შემიძლია მხოლოდ დავადასტურო ფაქტი, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა ნოვოფედოროვკას რაიონში. ყველას ვთხოვ, დაელოდონ ოფიციალურ ანგარიშებს და არ გამოაქვეყნონ ვერსიები”, – წერს კრიუჩკოვი.

აფეთქებები დაადასტურა საკის რაიონის ხელმძღვანელმა, ვიქტორია კაზიმიროვამაც. მისი თქმით, აფეთქებები აეროდრომზე მოხდა, რის შედეგადაც ირგვლივ მდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მომხდარის ადგილზე რუსეთის მიერ დასმული ყირიმის რეგიონის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი გაემგზავრა.