ყირიმის ოკუპაციიდან მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ
ყირიმის ოკუპაციიდან მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციიდან მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით შედგა.

შეხვედრაში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისის წევრები, უკრაინელი უფლებადამცველები და საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. საუბარი გვქონდა აუცილებელი თანამშრომლობის პრინციპებზე, რომელიც შემდგომში აფხაზეთისა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკებს დაახლოებს, ხელს შეუწყობს უკრაინისა და საქართველოს სამშვიდობო პროცესისთვის დინამიკის მიცემას. უკრაინაშიც, მათ შორის ყირიმში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. ჩემ კოლეგებს ბევრთან აქვთ კავშირში და ვეცდებით, ამ თანამშრომლობის ფორმებმა ჩვენი დევნილი მოსახლეობის ინტერესები მოიცვას“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუამ.