ყირგიზეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

09:29, 03.04.2020

ყირგიზეთში „კოვიდ-19“-ით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაციენტი ქვეყნის სამხრეთით, ოშის პროვინციაში მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები აწუხებდა.

ყირგიზეთში ახალი კორონავირუსით 116 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი